воскресенье, 18 октября 2015 г.

ტრენინგის ბოლო დღე

,,პროექტებით სწავლების'' ტრენინგმა ნათლად დამანახა მისი აქტუალურობა, თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნები და  რიტმი ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, გუნდურობის, პრეზენტაბლობის   უნარ-ჩვევებზე.
ინტელის ტრენინგზე განხილულმა აქტივობებმა, როგორიცაა (დროში გაწერილი გეგმა, უკუკავშირი, ჩეკ-ლისტი, სტატისტიკური კვლევა, სავარაუდო ნაშრომების რუბრიკა) მომცა ცოდნა დავგეგმო პროექტი  მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე , განუვითარო მათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები,ვაწარმოო მონიტორინგი და დავაკვირდე მათ შედეგებს დინამიკაში,  ავამაღლო მათი მოტივაცია ისე, რომ შეძლონ აზროვნება აზროვნებისთვის. უპასუხონ თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს და მოახდინონ თვითრეალიზაცია.




Комментариев нет:

Отправить комментарий