воскресенье, 18 октября 2015 г.

ტრენინგის ბოლო დღე

,,პროექტებით სწავლების'' ტრენინგმა ნათლად დამანახა მისი აქტუალურობა, თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნები და  რიტმი ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, გუნდურობის, პრეზენტაბლობის   უნარ-ჩვევებზე.
ინტელის ტრენინგზე განხილულმა აქტივობებმა, როგორიცაა (დროში გაწერილი გეგმა, უკუკავშირი, ჩეკ-ლისტი, სტატისტიკური კვლევა, სავარაუდო ნაშრომების რუბრიკა) მომცა ცოდნა დავგეგმო პროექტი  მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე , განუვითარო მათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები,ვაწარმოო მონიტორინგი და დავაკვირდე მათ შედეგებს დინამიკაში,  ავამაღლო მათი მოტივაცია ისე, რომ შეძლონ აზროვნება აზროვნებისთვის. უპასუხონ თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს და მოახდინონ თვითრეალიზაცია.




суббота, 17 октября 2015 г.

შემაჯამებელი რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგზე შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში, დიფერენცირებული სწავლების კითხვარი . შევაჯამე შეძენილი ცოდნა და გამოცდილება, მოვახდინე მისი კოლეგებთან გაზიარება და სიღრმისეულად გავაანალიზე პროექტის მსვლელობის ეტაპები.

  

пятница, 16 октября 2015 г.

მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების რუბრიკა

  • პროექტზე მუშაობის მსვლელობისას მნიშვნელოვანია დავაკვირდე მოსწავლეების სააზროვნო პროცესების დინამიკას. კრიტიკული აზროვნების განვითარება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია. ამ მიმართულებით გამომადგება ჩეკ-ლისტის შევსება, რომელიც წარმოადგენს დეტალურ ტესტს, თუ როგორ ივითარებს მოსწავლე კრიტიკულ აზროვნებას.

суббота, 10 октября 2015 г.

მოსწავლის ნიმუშები(სტატისტიკური კვლევა)


  • პროექტის მსვლელობისას აქტუალურია მოსწავლემ ეტაპობრივად შეძლოს ნაშრომის  პრეზეტანცია კონკრეტული ტექნოლოგიების გამოყენებით. იქნება ეს პრეზენტაცია, გრაფიკული ცხრილები, ფოტოები, მის მიერ შექმნილი ნახატი, კითხვარის შევსება თუ სხვა.
  •  ამით მოსწავლეს ეძლევა საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილება რა ტიპის ისტრუმენტები გამოიყენოს და მიუსადაგოს პროექტს.
  • პროექტის მსვლელობისას განხორციელებული ეს აქტივობები ხელს უწყობს მას განუვითარდეს   მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევები , დააკვირდეს პროექტს დინამიკაში და გამოიტანოს დასკვნები.