суббота, 26 сентября 2015 г.

ჩემი პირველი რეფლექსია


  • ,,პროექტებით სწავლები''-ს ტრენინგ-კურსმა მომცა ცოდნა, რომელიც მაძლევს საშუალებას დავადგინო მოსწავლეთა საჭიროებები, განვსაზღვრო მათი პრობლემა, გამოვკვეთო ის სირთულეები, რომელიც ხელს უშლის მათ წინსვლაში.
  • პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნისას მნიშვნელოვანია მიზნის დასახვა. მიზნიდან გამომდინარე , მოსწავლეთა საჭიროებებზე სწორად მორგებული აქტივობები განაწყობს მათ ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენისკენ, ხდის მოტივირებულს ხალისით ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
  • ,,პროექტებით სწავლება" აძლევს საშუალებას ყველა შესაძლებლობების მოსწავლეს მიიღოს მონაწილეობა  მასში. პროექტის მსვლელობისას განხორციელებული მონიტორინგი უვითარებს მათ პასუხისმგებლობის, ანალიზის, დაგეგმვის, თანამშრომლობის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევებს.
  • მოსწავლეები იძენენ ცოდნას დამოუკიდებლად, ,,კეთებით". იძენენ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და რაც მთავარია გადიან მიზნიდან გამომდინარე დასახულ შედეგებზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий