воскресенье, 27 сентября 2015 г.

უკუკავშირის არსი

  • უკუკავშირი იძლევა თანამშრომლობის და კომუნიკაციის საშუალებას კოლეგებთან. მისი მიღებისთვის   ჩემი მეწყვილე გაეცნო პროექტის გეგმას, მიზნებს,  აქტივობებს , დროში გაწერილ გეგმას და დამისვა რამდენიმე შეკითხვა. ადექვატური პასუხების მიღების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ერთი აქტივობა ბუნდოვანია მისთვის. მოვახდინეთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა. გაზიარება და აქტივობა უფრო დავაკონკრეტე,
  •  უკუკავშირმა მომცა საშუალება ,,სხვისი თვალით" დამენახა ჩემი პროექტი, ურთიერთშეფასების და თვითშეფასების შედეგად დამეგეგმა შედეგზე ზუსტად ორიენტირებული და მიზანმიმართული აქტივობა და ამით უფრო დამეხვეწა იგი.  

суббота, 26 сентября 2015 г.

დროში გაწერილი გეგმა


  • პროექტის დროში გაწერილი შეფასებების გეგმის გაცნობამ მომცა საშუალება სწორად გამომეყენებინა სტრატეგიები და შეფასების ისტრუმენტები, რომელიც დინამიკაში დამანახებს, რა სახის აქტივობები დავგეგმო პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და შეჯამებისას.

ჩემი პირველი რეფლექსია


  • ,,პროექტებით სწავლები''-ს ტრენინგ-კურსმა მომცა ცოდნა, რომელიც მაძლევს საშუალებას დავადგინო მოსწავლეთა საჭიროებები, განვსაზღვრო მათი პრობლემა, გამოვკვეთო ის სირთულეები, რომელიც ხელს უშლის მათ წინსვლაში.
  • პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნისას მნიშვნელოვანია მიზნის დასახვა. მიზნიდან გამომდინარე , მოსწავლეთა საჭიროებებზე სწორად მორგებული აქტივობები განაწყობს მათ ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენისკენ, ხდის მოტივირებულს ხალისით ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
  • ,,პროექტებით სწავლება" აძლევს საშუალებას ყველა შესაძლებლობების მოსწავლეს მიიღოს მონაწილეობა  მასში. პროექტის მსვლელობისას განხორციელებული მონიტორინგი უვითარებს მათ პასუხისმგებლობის, ანალიზის, დაგეგმვის, თანამშრომლობის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევებს.
  • მოსწავლეები იძენენ ცოდნას დამოუკიდებლად, ,,კეთებით". იძენენ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და რაც მთავარია გადიან მიზნიდან გამომდინარე დასახულ შედეგებზე.