მადონა ჩხარტიშვილი
воскресенье, 18 октября 2015 г.
ტრენინგის ბოლო დღე
,,პროექტებით სწავლების'' ტრენინგმა ნათლად დამანახა მისი აქტუალურობა, თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნები და რიტმი ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, გუნდურობის, პრეზენტაბლობის უნარ-ჩვევებზე.
ინტელის ტრენინგზე განხილულმა აქტივობებმა, როგორიცაა (დროში გაწერილი გეგმა, უკუკავშირი, ჩეკ-ლისტი, სტატისტიკური კვლევა, სავარაუდო ნაშრომების რუბრიკა) მომცა ცოდნა დავგეგმო პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე , განუვითარო მათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები,ვაწარმოო მონიტორინგი და დავაკვირდე მათ შედეგებს დინამიკაში, ავამაღლო მათი მოტივაცია ისე, რომ შეძლონ აზროვნება აზროვნებისთვის. უპასუხონ თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს და მოახდინონ თვითრეალიზაცია.
ინტელის ტრენინგზე განხილულმა აქტივობებმა, როგორიცაა (დროში გაწერილი გეგმა, უკუკავშირი, ჩეკ-ლისტი, სტატისტიკური კვლევა, სავარაუდო ნაშრომების რუბრიკა) მომცა ცოდნა დავგეგმო პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე , განუვითარო მათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები,ვაწარმოო მონიტორინგი და დავაკვირდე მათ შედეგებს დინამიკაში, ავამაღლო მათი მოტივაცია ისე, რომ შეძლონ აზროვნება აზროვნებისთვის. უპასუხონ თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს და მოახდინონ თვითრეალიზაცია.
суббота, 17 октября 2015 г.
შემაჯამებელი რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგზე შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში, დიფერენცირებული სწავლების კითხვარი . შევაჯამე შეძენილი ცოდნა და გამოცდილება, მოვახდინე მისი კოლეგებთან გაზიარება და სიღრმისეულად გავაანალიზე პროექტის მსვლელობის ეტაპები.
пятница, 16 октября 2015 г.
მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების რუბრიკა
- პროექტზე მუშაობის მსვლელობისას მნიშვნელოვანია დავაკვირდე მოსწავლეების სააზროვნო პროცესების დინამიკას. კრიტიკული აზროვნების განვითარება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია. ამ მიმართულებით გამომადგება ჩეკ-ლისტის შევსება, რომელიც წარმოადგენს დეტალურ ტესტს, თუ როგორ ივითარებს მოსწავლე კრიტიკულ აზროვნებას.
суббота, 10 октября 2015 г.
მოსწავლის ნიმუშები(სტატისტიკური კვლევა)
- პროექტის მსვლელობისას აქტუალურია მოსწავლემ ეტაპობრივად შეძლოს ნაშრომის პრეზეტანცია კონკრეტული ტექნოლოგიების გამოყენებით. იქნება ეს პრეზენტაცია, გრაფიკული ცხრილები, ფოტოები, მის მიერ შექმნილი ნახატი, კითხვარის შევსება თუ სხვა.
- ამით მოსწავლეს ეძლევა საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილება რა ტიპის ისტრუმენტები გამოიყენოს და მიუსადაგოს პროექტს.
- პროექტის მსვლელობისას განხორციელებული ეს აქტივობები ხელს უწყობს მას განუვითარდეს მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევები , დააკვირდეს პროექტს დინამიკაში და გამოიტანოს დასკვნები.
воскресенье, 27 сентября 2015 г.
უკუკავშირის არსი
- უკუკავშირი იძლევა თანამშრომლობის და კომუნიკაციის საშუალებას კოლეგებთან. მისი მიღებისთვის ჩემი მეწყვილე გაეცნო პროექტის გეგმას, მიზნებს, აქტივობებს , დროში გაწერილ გეგმას და დამისვა რამდენიმე შეკითხვა. ადექვატური პასუხების მიღების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ერთი აქტივობა ბუნდოვანია მისთვის. მოვახდინეთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა. გაზიარება და აქტივობა უფრო დავაკონკრეტე,
- უკუკავშირმა მომცა საშუალება ,,სხვისი თვალით" დამენახა ჩემი პროექტი, ურთიერთშეფასების და თვითშეფასების შედეგად დამეგეგმა შედეგზე ზუსტად ორიენტირებული და მიზანმიმართული აქტივობა და ამით უფრო დამეხვეწა იგი.
суббота, 26 сентября 2015 г.
დროში გაწერილი გეგმა
- პროექტის დროში გაწერილი შეფასებების გეგმის გაცნობამ მომცა საშუალება სწორად გამომეყენებინა სტრატეგიები და შეფასების ისტრუმენტები, რომელიც დინამიკაში დამანახებს, რა სახის აქტივობები დავგეგმო პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და შეჯამებისას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)